IT აუტსოურსინგი

რა არის IT აუთსორსინგი?

IT აუთსორსინგი ბიზნესისთვის საჭირო IT ფუნქციის ნაწილობრივად ან სრულად უზრუნველყოფის მიზნით გარე სერვისის პროვაიდერის გამოყენების პრაქტიკაა, მათ შორის ინფრასტრუქტურის მართვის, სტრატეგიის წარმართვისა და Service desk სერვისის მართვისთვის. 
IT აუთსორსინგის პროვაიდერებს შეუძლიათ აიღონ სრული პასუხისმგებლობა IT ტექნიკურ მომსახურებასა და მხარდაჭერაზე, რასაც სრულად მართული სერვისი ეწოდება, ან მათ შეუძლიათ უზრუნველყონ დამატებითი მხარდაჭერა შიდა IT გუნდისთვის, რასაც ზოგჯერ ერთობლივ IT მხარდაჭერად მოიხსენიებენ, და როგორც წესი, ეს ის მიდგომაა, რომელსაც უფრო დიდი ორგანიზაციები იყენებენ.
კომპანიას შეუძლია გამოიყენოს ერთი პროვაიდერი ყველა IT საჭიროებისთვის ან რამდენიმე სერვისის პროვაიდერი სხვადასხვა ასპექტის უზრუნველყოფისთვის.

აუთსორსინგის ტიპები

Offshore აუთსორსინგი

ეს გულისხმობს IT-ისთან დაკავშირებული სამუშაოს ისეთ უცხო ქვეყანაში გაგზავნას, როგორიცაა ინდოეთი, ჩინეთი ან ფილიპინები, რომელიც გთავაზობთ პოლიტიკურ სტაბილურობას, დაბალ ფასებსა და გადასახადებს.

Nearshore აუთსორსინგი

IT-ისთან დაკავშირებული სამუშაოს გაგზავნის პროცესი იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენს ქვეყანასთან იზიარებს საზღვარს. თეორიულად, ამან უნდა გაამარტივოს ორ კომპანიას შორის მოგზაურობა და კომუნიკაციის დამყარება.

Onshore ან შიდა აუთსორსინგი

ეს გულისხმობს დისტანციურად ან ადგილზე IT-ისთან დაკავშირებული სამუშაოს უზრუნველსაყოფად გარე სერვისის ისეთ პროვაიდერთან კონტრაქტის დადებას, რომელიც მდებარეობს იმავე ქვეყანაში, რომელშიც - თქვენ. 

ღრუბლოვანი გამოთვლები (Cloud computing)

გარე სერვისის პროვაიდერთან კონტრაქტის გაფორმება IT-ისთან დაკავშირებული სერვისების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, როგორიცაა ინფრასტრუქტურა-როგორც-სერვისი (IaaS), პლატფორმა-როგორც-სერვისი (PaaS) და პროგრამული-უზრუნველყოფა-როგორც-სერვისი (SaaS). 

მართული სერვისები

ეს გულისხმობს კონტრაქტის გაფორმებას გარე კომპანიასთან ქსელის მართვის ისეთი ფუნქციების უზრუნვესაყოფად, როგორიცაა IP ტელეფონია, შეტყობინებები და სატელეფონო ცენტრები, ვირტუალური კერძო ქსელები (VPN), Firewall სისტემები, ქსელის მონიტორინგი და ანგარიშგება.

ტიპიურად რომელი IT სერვისებისთვის გამოიყენება აუთსორსინგი?

•    აპლიკაციის/პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება
•    ვებ დეველოპმენტი/ჰოსტინგი
•    აპლიკაციის მხარდაჭერა ან მართვა
•    ტექნიკური მხარდაჭერა ან Help Desk სერვისი
•    მონაცემთა ბაზის შემუშავება ან მენეჯმენტი
•    ტელეკომუნიკაცია
•    ინფრასტრუქტურა – ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ქსელის ინსტალაცია და მხარდაჭერა
•    ქსელი და კომუნიკაციები
•    სარეზერვო IT ინფრასტრუქტურა, როგორც სერვისი (DRaaS)
•    მონაცემთა ცენტრის მენეჯმენტი
•    მონაცემთა საცავი
•    ელ.ფოსტა
•    უსაფრთხოების უზრუნველყოფა – ვირუსებისგან, სპამისგან და სხვა ონლაინ საფრთხეებისგან დაცვა

ბიზნესის მიერ IT აუთსორსინგის არჩევისთვის მრავალი მიზეზი არსებობს. ამის მეშვეობით კომპანიებს საშუალება ეძლევათ, შეამცირონ ხარჯები, გაზარდონ პროდუქტიულობა და ისარგებლონ გარე ექსპერტიზით, გამოცდილებითა და აქტივებით.
 

ჩვენ შესახებ

შპს "სისნეტი"
ს/კ: 400157076
სამუშაო საათები:
9:30 - 18:30 ორშაბათი-პარასკევი

დაგვიკავშირდით

  • საქართველო, თბილისი
    დავით გურამიშვილის გამზირი 41გ

  • 032 2 810 810

  • contact@sysnet.ge support@fastcloud.ge