ღრუბლოვანი NVR

რა არის Cloud NVR? 

ღრუბლოვან სერვისზე დაფუძნებული უსაფრთხოების სათვალთვალო სისტემის უპირატესობები
ღრუბლოვან ქსელურ ვიდეო ჩამწერებში (NVR) გაერთიანებულია ღრუბლოვანი გამოთვლების საუკეთესო ფუნქციები ტრადიციულ NVR ფუნქციებთან ერთად - მოქნილი, მასშტაბური ვიდეო სათვალთვალო სისტემის შექმნის მიზნით. ამ აღწერაში შეიტყობთ, თუ როგორ მუშაობს Cloud NVR სისტემები და რატომ არ გჭირდებათ არსებული კამერის ინფრასტრუქტურის შეცვლა მისი გამოიყენებისთვის.

რა არის Cloud NVR? როგორ მუშაობს ის?

მანამ, სანამ Cloud NVR-ზე ვისაუბრებთ, უმჯობესია დავიწყოთ საფუძვლების შესწავლით, თუ რა არის NVR და რისი ფუნქცია აქვს მას. NVR არის კომპიუტერული სისტემა, რომელიც იწერს და ინახავს ვიდეო კადრებს მყარ დისკზე, მასიური მეხსიერების საცავის მოწყობილობაზე ან ღრუბლოვან მეხსიერების საცავზე. სათვალთვალო სისტემის შექმნის მიზნით NVR-ები ერთმანეთთან აკავშირებს ციფრულ კამერებს, რომლებსაც ასევე უწოდებენ IP კამერებს.
NVR-ებს არ აქვს კამერის ფუქციები და არ ამუშავებს ვიდეოს. ის იღებს კამერის კადრებს ქსელური მონაცემთა კავშირის საშუალებით, ჩვეულებისამებრ, Ethernet კაბელის საშუალებით. Power over Ethernet (PoE) კამერებით, Ethernet კაბელს აქვს ორმაგი ფუნქცია უზრუნველყოს კამერა ენერგიით და გადაიტანოს მონაცემები NVR-ზე. რამდენიმე კამერას — ჩვეულებისამებრ, ერთიდან 25-მდე,— შეუძლია ერთ NVR მოწყობილობასთან დაკავშირება, რაც ქმნის უსაფრთხოების სათვალთვალო სისტემას.

რითია Cloud NVR განსხვავებული?

ტრადიციული NVR ჩვეულებისამებრ ინახავს მათ მონაცემებს მყარ დისკზე. Cloud NVR კი მათ მონაცემებს დისტანციურად ღრუბლოვან საცავში ინახავს ინტერნეტის კავშირის მეშვეობით. ფიზიკური NVR მოწყობილობის ნაცვლად, კამერები უერთდება Edge Gateway მოწყობილობას, რაც ამცირებს გამტარიანობის საჭიროებებს. Cloud NVR გთავაზობთ ღრუბლოვანი სერვისებისთვის დამახასიათებელ უპირატესობებს, მათ შორის IT გუნდებისთვის მართული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას, მორგებად აპლიკაციებს, რეგულარულ განახლებებს უახლესი ტექნოლოგიით და დისტანციურ წვდომას 24/7-ზე ნებისმიერი ადგილიდან. 

DVR-იდან ტრადიციულ NVR-მდე, ახლა კი Cloud NVR.

ვიდეო მეთვალყურეობამ განვითარების დიდი გზა გაიარა CCTV-ის დაბალი ხარისხის კადრების შემდეგ, რომელშიც ასახული ძნელად აღსაქმელი იყო. Cloud NVR-მდე არსებობდა ციფრული ვიდეო ჩამწერები (DVR).
DVR — იგივე ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება სატელევიზიო შოუს ჩასაწერად და გადასახვევად — წარმოადგენს სადენიან სისტემებს, რომლებიც უერთდება ანალოგურ კამერებს. მიუხედავად იმისა, რომ ის დღესაც გამოიყენება, ზოგიერთი უსაფრთხოების სისტემისთვის ის მაინც ითვლება მოძველებულ ტექნოლოგიად, რადგან ბევრი DVR იყენებს კოაქსიალურ კაბელს და არ აქვს დისტანციური ნახვის მხარდაჭერა. ასევე, DVR სისტემები ნაკლებად მოქნილია, რადგან ანალოგური კამერებისთვის ორი დამაკავშირებელი სადენია საჭირო - ერთი ელექტროენერგიისთვის და მეორე - მონაცემებისთვის - რაც ზღუდავს კამერის განთავსებას. (ამიტომ PoE/IP კამერები მოსახერხებელია; მათ მხოლოდ ერთი კაბელი სჭირდებათ.)
ამის შემდეგ შემოვიდა ტრადიციული NVR სისტემები, რომლებიც DVR-თან შედარებით წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა. კამერები უკეთესი ხარისხის იყო და ასევე - კავშირიც. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული პრობლემები ტრადიციულ NVR სისტემებთან. პირველი, ტრადიციული NVR კადრებს მყარ დისკზე ინახავს ღრუბლოვანი საცავის ნაცვლად. თუ თქვენ მართავთ რამდენიმე ოფისს, თითოეულ მათგანს დასჭირდება საკუთარი NVR. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ტრადიციული (ან „ფიზიკური“) NVR საშუალებას გაძლევთ, კადრებზე დისტანციურად გქონდეთ წვდომა, სტრიმინგის სანახავად შესაძლოა, საჭირო გახდეს თქვენი ქსელში შესვლა ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) მეშვეობით.
ამის საპირისპიროდ, ღრუბლოვანი NVR შესაძლებელს ხდის VPN-ის გარეშე კადრებზე დისტანციურ წვდომას. უბრალოდ შედით ღრუბელზე დაფუძნებულ Dashboard-ზე (დეშბორდზე) და თქვენი კამერის სტრიმინგი ხელმისაწვდომი იქნება მონიტორინგისთვის.

რა არის ღრუბელზე დაფუძნებული უსაფრთხოების სათვალთვალო სისტემის დადებითი მხარეები?

ღრუბელზე დაფუძნებულ NVR-ს აქვთ რამდენიმე განსხვავებული უპირატესობა DVR-თან და ტრადიციულ NVR-თან შედარებით. დადებითი მხარეებია:
მხარდაჭერისთვის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის ნაკლები საჭიროება
DVR-ითა და ტრადიციული NVR-ით, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ მყარი დისკები, სერვერები, კაბელები და სხვა. ასევე, IT გუნდებმა უნდა განაახლონ პროგრამული უზრუნველყოფა. Cloud NVR- გამორიცხავს პროგრამული უზრუნველყოფის შენარჩუნებისა და განახლების აუცილებლობას; IT-მ მხოლოდ კამერები უნდა მართოს.

დისტანციური წვდომა

მოძველებულ ტექნოლოგიაზე აგებული, DVR არ იძლევა კადრებზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობას. ტრადიციული NVR გვთავაზობს დისტანციური წვდომის შესაძლებლობას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ VPN-ის საშუალებით. Cloud NVR-ით, შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა თქვენი კამერის სტრიმინგზე და ვიდეოებზე ყველგან, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოწყობილობიდან.

რენტაბელურობა

ორივე, ტრადიციული NVR და ასევე, DVR საჭიროებს წინასწარ გადახდილ დიდი რადენობით თანხას ინსტალაციისთვის, დაყენებისთვისა და მეხსიერების საცავის ტევადობისთვის - და შემდეგ საჭიროებს უწყვეტ ხარჯებს ტექნიკური მომსახურებისთვის. განხორციელების ხარჯები დაბალია და საჭიროებს ღრუბელზე დაფუძნებული სერვისების წყალობით ძალიან მცირე ტექნიკურ მომსახურებას IT-ის მხრიდან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რენტაბელურს ხდის მას.

მასშტაბურობა

ძნელია ორივეს, DVR-ისა და ტრადიციული NVR-ის უსაფრთხოების გადაწყვეტილების მასშტაბის შეფასება. თუ მყარი დისკი დაზიანდა, ორივე საჭიროებს კომპლექსურ ინფრასტრუქტურას შენარჩუნებისთვის ტექნიკური უზრუნველყოფისა და მარცხის რისკის მართვის მხრივ. გარდა ამისა, თქვენ არ შეგიძლიათ, განაახლოთ და დააყენოთ უფრო მაღალი ხარისხის IP კამერები DVR სისტემასთან, რადგან ის მხოლოდ ანალოგური კამერებთან ერთად ოპერირებს. მოქნილი ღრუბლოვანი არქიტექტურის წყალობით Cloud NVR საშუალებას გაძლევთ, სწრაფად გაზარდოთ კამერების რაოდენობა ან გაფართოვდეთ ბევრ სხვადასხვა საიტზე.

ჩვენ შესახებ

შპს "სისნეტი"
ს/კ: 400157076
სამუშაო საათები:
9:30 - 18:30 ორშაბათი-პარასკევი

დაგვიკავშირდით

  • საქართველო, თბილისი
    დავით გურამიშვილის გამზირი 41გ

  • 032 2 810 810

  • contact@sysnet.ge support@fastcloud.ge