დესკტოპი, როგორც სერვისი- DaaS

რა არის „დესკტოპი, როგორც სერვისი“ (DaaS)?
დესკტოპი, როგორც სერვისი, ან DaaS, არის ღრუბლოვანი გამოთვლების შეთავაზება, რომელიც ნებისმიერ მოწყობილობაზე უსაფრთხოდ უზრუნველყოფს ვირტუალურ აპებს და სამუშაო კომპიუტერებს ღრუბლიდან. ეს პერსონალიზირებული დესკტოპის ვირტუალიზაციის გადაწყვეტილება გამოიყენება უსაფრთხო SaaS-ისთვისა და მოძველებული აპლიკაციებისთვის, ასევე სრულად Windows-ზე დაფუძნებული ვირტუალური დესკტოპების უზრუნველყოფისთვის და ამას აწვდის თქვენს სამუშაო ძალას. პროგნოზირებადი „pay-as-a-go“გამოწერის მოდელის საშუალებით, DaaS აადვილებს მასშტაბების გაზრდას ან შემცირებას მოთხოვნების შესაბამისად. მისი მართვა მარტივია და აადვილებს IT ადმინისტრატორის სხვადასხვა ამოცანას დესკტოპთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისას.
შეიტყვეთ მეტი DaaS-სთან დაკავშირებული თემების შესახებ:

როგორ მუშაობს DaaS?
რა განსხვავებაა VDI-ისა და DaaS-ს შორის?
რატომ DaaS?
DaaS-ის წამყვანი უპირატესობები
Citrix გადაწყვეტილებები DaaS-სთვის

როგორ მუშაობს DaaS?
DaaS უზრუნველყოფს ვირტუალურ აპლიკაციებს და დესკტოპ სერვისებს საჯარო ან კერძო ღრუბლოვანი სერვისის საშუალებით. თქვენს სამუშაო ძალას შეუძლია ამ სერვისზე წვდომის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით, html-ზე დაფუძნებული ვებ-ბრაუზერის ან უსაფრთხო აპლიკაციის საშუალებით, რომელიც ჩამოტვირთულია ისეთ მოწყობილობაზე, როგორიცაა ლეპტოპი, დესკტოპი, ე.წ.„გამხდარი“ კლიენტი, სმარტფონი ან ტაბლეტი.
DaaS შემოთავაზებულია, როგორც გამოწერის სერვისი და მრავალი მომხმარებლისთვისაა გათვლილი. Backend (სერვერის) ვირტუალური დესკტოპის ინფრასტრუქტურა (VDI), მათ შორის ვირტუალური მანქანები, რომლებიც ამუშავებს დესკტოპის ოპერაციულ სისტემებს, გამასპინძლებულია მესამე მხარის ღრუბლოვანი სერვისის პროვაიდერის მიერ. DaaS-ის პროვაიდერი უშვებს ვირტუალურ დესკტოპს საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობებზე.
DaaS პროვაიდერები მართავენ VDI-ს განლაგებას, ასევე შენარჩუნებას, უსაფრთხოებას, განახლებებს, მონაცემთა რეზერვირებას (სარეზერვო ასლებს) და მეხსიერების საცავს. ხოლო მომხმარებელი მართავს აპლიკაციებსა და დესკტოპის სურათებს. DaaS კარგი არჩევანია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც არ სურთ ინვესტიციის გაკეთება და მართავენ საკუთარ ფიზიკურ VDI გადაწყვეტილებას.

რა განსხვავებაა VDI-სა და DaaS-ს შორის?
ორივე VDI და DaaS საშუალებას აძლევს საბოლოო მომხმარებლებს მოიპოვონ წვდომა ვირტუალურ დესკტოპზე და თავიდან აარიდონ ადმინისტრატორებს კომპანიის თითოეულ, ცალკეულ მოწყობილობაზე ოპერაციული სისტემების დაყენება და მართვა. თუმცა, არსებობს ძირითადი განსხვავებები ვირტუალიზაციის ამ ორ ტიპს შორის. VDI-ის საშუალებით, ორგანიზაცია ვირტუალურ დესკტოპებს საკუთარი ფიზიკურ მონაცემთა ცენტრებზე ათავსებს. შიდა IT გუნდები პასუხისმგებელნი არიან ვირტუალური დესკტოპის დაყენებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის შეძენაზე, მართვასა და განახლებაზე.
DaaS არსებითად იგივეა, მაგრამ ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურით ღრუბელზე დაფუძნებულია. ორგანიზაციებს, რომლებიც გამოიწერენ DaaS გადაწყვეტილებას, არ სჭირდებათ საკუთარი აპარატურის მართვა. ამის ნაცვლად, ისინი ერთ-მომხმარებელზე-გადახდის გამოწერის მოდელს იყენებენ, რათა საჭიროებისამებრ გაზარდონ ან შეამცირონ მასშტაბი. აღნიშნული საშუალებას აძლევს კომპანიებს დატვირთულ სეზონზე სწრაფად გამოუშვან ღრუბლოვანი დესკტოპები დროებითი პერსონალისთვის, ახალი მომხმარებლებისთვის, რომლებიც შერწყმისა და გაერთიანების პროცესში არიან, ან მზარდი ჰიბრიდული სამუშაო ძალის ოფისში განთავსებისთვის.


რატომ  DaaS?
თანამშრომლები ელიან, რომ მათ საკუთარ სამუშაოზე წვდომა ექნებათ ნებისმიერი ადგილიდან და მოწყობილობიდან. რაც შეეხება კომპანიებს, ისინი ეძებენ დაბალფასიან, მარტივ არჩევანს, რათა უზრუნველყონ ის აპები და დესკტოპები უსაფრთხოდ, რომლებიც საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად. კომპიუტერის ტრადიციული გარემო დატვირთულია IT მენეჯმენტთან დაკავშირებული გამოწვევებით, დაწყებული თანამშრომლების პაროლის მარტივი შეცვლიდან, დამთავრებული მონაცემთა უსაფრთხოების კომპლექსური პატჩებითა და განახლებებით. ეს IT ადმინისტრატორებისგან არა მხოლოდ ბევრ დროს მოითხოვს, არამედ შეიძლება გავლენა იქონიოს მომხმარებლის გამოცდილებაზე და შეზღუდოს პროდუქტიულობა. 
. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებელი მიმართავს ვირტუალიზაციას, ხშირად პროცესი მოითხოვს კაპიტალის ინვესტიციებს და სპეციალიზირებულ IT უნარებს. ამის საპასუხოდ, ბევრი ორგანიზაცია ეძებს გამარტივებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მუშაობს საოპერაციო ხარჯების სტრუქტურაში. DaaS შეიძლება იყოს ეფექტური ვარიანტი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მოსწონთ VDI-ს ცენტრალიზაცია, უსაფრთხოება და მენეჯმენტი, მაგრამ იზიდავთ პროფესიონალური ორგანიზაციის მიერ მათი სახელით ბაზისური დესკტოპის მენეჯმენტის შესრულების სიმარტივე.
 

ჩვენ შესახებ

შპს "სისნეტი"
ს/კ: 400157076
სამუშაო საათები:
9:30 - 18:30 ორშაბათი-პარასკევი

დაგვიკავშირდით

  • საქართველო, თბილისი
    დავით გურამიშვილის გამზირი 41გ

  • 032 2 810 810

  • contact@sysnet.ge support@fastcloud.ge